Search This Blog

Loading...

Thursday, July 29, 2010

Shoti, Tonis puri - Georgian bread in the US - შოთი, თონის პური ამერიკაში

For those who are missing Georgian bread in the US, or you're looking for a place to try it for the first time, I hear there are a few places like that. Check it out. Other locations and tips also welcome!
აბა ვისაც მოგენატრათ ქართული შოთი ამერიკაში ან გინდათ, სხვებს გაასინჯოთ, გავიგე არის რამდენიმე ასეთი ადგილიო. ნახეთ. სხვა მსგავსი რჩევებიც შემოგვთავაზეთ!

Argo Georgian Bakery
2812 W. Devon Ave.
Chicago, IL 60659
(773) 764-6322

Lavash Georgian Bakery

8631 Olive Blvd
Saint Louis
, MO 63132
314-872-8882

Georgian Bakery
265 Neptune Avenue
Brooklyn, NY 11235
Neighborhood: Brighton Beach
(718) 332-8082

Monday, July 26, 2010

Khachapuri abroad

I know that many of you have been waiting for a khachapuri recipe, and here it is!
Dough:

Flour– 300 gr;
Dry yeast – 1 teaspoon;
Oil – 1 Table spoon;
Sugar – 1 teaspoon;
Milk – 100ml.
Water – 100ml.

Inside:

Shredded mozarella - 150 gr; Feta cheese - 150 gr. You can also use 150 grams of Monterrey Jack and 150 grams of mozarella. Of course, the Georgian cheese prepared with our recipe is the best! (crumbled by hand), you can apparently also use Turkish cheese, which has a similar taste.
eggs - 2
butter - 50 gr.

You can bake it in the oven or on the pan.

Directions:

Dough:

1. Put the flower into a bowl and make a hole (like a volcano);
2. pour the oil and add sugar into the hole;
3. add the yeast to oil and sugar and add warm (more like hot) water;
4. Leave for about 5-10 min. to rise.

5. Warm 100 ml. of milk and add to the flour and yeast (and the rest) mix;
6. Knead well. The dough should be very soft, but formed and should not stick to hands.
7. Bring the dough together, cover your hand with oil and spread over the dough so it doesn't dry. Cover with plastic wrap or tea towel and put in a warm place.
8. In about an hour, mix the dough, if it is risen well, start baking, if not, let sit for another 30 min.
9. Put the dough onto a floured table or rolling surface.


Inside:

1. In a small bowl, crumble feta with hands, add mozarella, 1 egg, 30 gr. butter. If you're using jack and mozarella, shred them both and mix. If you're using Georgian cheese, just crumble with hands, add butter and egg.
2. Heat oven to 220C or 425F.
3. Roll the dough out on a floured surface to be thin, but not too thin to be picked up from the sides.
4. Put a big ball of cheese in the middle. Then pick up the sides and make wrap the cheese in it, like you would with a dumpling, or a christmas present vase - to be tied with a bow. Pay attention to spread the cheese evenly, otherwise, you'll have baked dough with no cheese on the edges. You can also sprinkle it with some flour on top, so that the rolling pin doesn't stick.
5. stick the sides together well and roll to a equal thickness (about 2-5 cm; about 2 - 2,5 inches)
6. move the rolled khachapuri to the floured baking sheet/or greased pan and flatten a bit more if necessary with your hands.
7. If you're baking in the oven, put it in on the medium hight and in 8-10 minutes, when the bottom is done and the top starts to brown, put the fire from above, to give a good golden color. Turn of in 2 min. If you're cooking in the pan, first cover and once you flip it, don't cover any more. When you flip it, be sure to make a small hole in the center so that the air escapes and it doesn't rise. It is ready when both sides are done (golden). If it's not golden, but it's done, don't worry. Take it out/off and spread the remaining butter on top. This will also remove the flour and will look good.

Enjoy! and share your photos on facebook!

ხაჭაპური საზღვარგარეთ

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი დიდი ხანია ელოდება ხაჭაპურის რეცეპტს და აი ისიც!


ცომი:

ფქვილი – 300 გრ;
მშრალი საფუარი – 1 ჩაის კოვზი;
ზეთი – 1 სადილის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი;
რძე – 100 მლ.
წყალი – 100 მლ.

შიგთავსი:

მოცარელა, გახეხილი – 150 გრ; ფეტა – 150 გრ; შეგიძლიათ ასევე შეურიოთ 150-150 გრამი მონტერეი ჯეკი და მოცარელა. რათქმაუნდა, ჩვენი რეცეპტით ამოყვანილი იმერული ყველი ყველაზე მეტად უხდება! (დაფშვნილი, ხელით მოზელილი) ასევე, ამბობენ, რომ გამოდგება თურქული ყველი, რომელსაც მსგავსი გემო აქვს.

კვერცხი – 2 ცალი
კარაქი
– 50 გრ.

შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.

მომზადების წესი


ცომი:

  1. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება;
  2. ჩაასხით ზეთი ამ ჩაღრმავებაში და ჩაყარეთ შაქარი;
  3. დააყარეთ საფუარი ზეთს და შაქარს და დაასხით თბილი (უფრო ცხელი) წყალი;
  4. დატოვეთ ასე 5-10 წუთით ამოსასვლელად.
  1. შეათბეთ 100 მლ. რძე.
  2. დაასხით საფუარიან ფქვილს და მოზილეთ;
  3. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი, მაგრამ თითებზე არ უნდა გეკვროდეთ;
  4. საბოლოოდ მოაგუნდავეთ ცომი, გადაუსვით ცოტა ზეთი ხელის გულით, რომ ცომმა ქერქი არ გაიკეთოს, გადააფარეთ ცელოფანი ან ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ;
  5. 1 საათის შემდეგ ცომი გადაზილეთ, თუ კარგად ამოსულია, შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ ცხობა, თუ არა და კიდევ 30 წუთი დაელოდეთ;
  6. ცომი გამოიღეთ გასაბრტყელებელ დაფაზე (ან მაგიდაზე).

შიგთავსი:

1. მომცრო ჯამში ფეტა აზილეთ ხელით, დაამატეთ მოცარელა, 1 ცალი კვერცხი, 30 გრ კარაქი. თუ ჯეკს და მოცარელას იყენებთ, ორივე გახეხეთ და აურიეთ. თუ იმერულს, უბრალოდ აზილეთ ხელით და შეურიეთ კვერცხი და კარაქი.

2. გაახურეთ ღუმელი 220 ცელსიუსზე ან 425F.

3. ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი

4. შუაში დაადევით ყველის დიდი გუნდა, შემდეგ ცომის კიდეები ერთად შეკარით, ისე რომ ყველი შიგ გაეხვიოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველი თანაბრად იყოს გადანაწილებული, თორემ, კიდეები ცარიელი ცომი გამოვა. ზემოდანაც ცოტა ფქვილი შეგიძლიათ მოაყაროთ, რომ არ მიეკროს საბრტყელებელს.

5. კარგად თავშეკრული ცომი გააბრტყელეთ თანაბარი სისქის ზომაზე;

6. გაბრტყელებული ხაჭაპური გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე/ ცხიმწასმულ ტაფაზე და კიდევ გააბრტყელეთ, თუ საჭიროა;

7. თუ ღუმელში აცხობთ, შედგით საშუალო სიმაღლეზე დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხაჭაპურს ძირი გამოუცხვება და ზედაპირი შეწითლებას დაიწყებს, ღუმელი დაანთეთ ზემოდან, რომ დაიბრაწოს. გამორთეთ 2 წუთში; თუ ტაფაზე აცხობთ, თავიდან დაახურეთ თავსახური და როდესაც გადააბრუნებთ, აღარ დაახუროთ. რომ გადააბრუნებთ, ზემოდან შუაში პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ დანით, რომ ჰაერი გამოუშვას და არ ამოიბურცოს. მზადაა, როდესაც ორივე მხრიდან ოქროსფრად დაიბრაწება. (თუ არ დაიბრაწა, მაგრამ ხვდებით, რომ მზადაა, გადმოიღეთ და გადაუსვით დანარჩენი კარაქი, რომ გემრიელად გამოიყურებოდეს. ეს ფქვილსაც მოაცლის.)

ისიამოვნეთ! და გაგვიზიარეთ სურათები facebook-ზე

Georgian restaurants in London ქართული რესტორნები ლონდონში

Dear friends, here is a link to an interesting article about Georgian restaurants in London, England.
If any of you DO visit any of them, a review would be much appreciated. That way we can share the information about where you can find good Georgian food worldwide.
Enjoy!

ძვირფასო მეგობრებო, აქ არის ლინკი საინტერესო სტატიაზე ინგლისში, ლონდონში არსებული ქართული რესტორნების შესახებ. თუ რომელიმე ესტუმრებით მათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები და ამით სხვებსაც დავეხმაროთ მსოფლიოს გარშემო კარგი ქართული რესტორნების აღმოჩენაში.
ისიამოვნეთ!

Wednesday, July 21, 2010

ნამდვილ იმერულ ყველს ვერაფრით შეცვლი

როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ, ჯერ გიხარია ახალი სამზარეულოს გაცნობა, ახალი კერძების გასინჯვა თავის მხრივ ერთი თავგადასავალია. მაგრამ, თუ დიდხანს გიწევს საზღვარგარეთ დარჩენა, ხვდები რომ უმარტივესი რამეებიც კი გენატრება, რაც სახლთან არის დაკავშირებული. იწყებ ნაცნობი კერძების რეცეპტების და ინგრედიენტების ძებნას. როგორც წესი, ვერ ახერხებ ისეთივე გემოს განმეორებას, სახლში რომ გეგულება და ასე რომ გენატრება. თუმცა, როგორც მე აღმოვაჩინე, არის რამდენიმე კერძი რომელსაც თითქმის ვერსად იპოვნი ამერიკაში და ევროპაში და ერთერთი ასეთია ნამდვილი ქართული ყველი. რამდენიმე წლის ძიებისა და კვლევის შემდეგ, ექსპერიმენტების, გამოკითხვის და სწავლის საფუძველზე, შევქმენი რეცეპტი, რომელიც იმერულის მსგავს ყველს ამზადებს, შემიძლია სახლში დავამზადო, ყოველგვარი ძროხებისა და ახალი მოწველილი რძის გარეშე. ჩემმა ქართველმა მეგობრებმაც გასინჯეს და მოეწონათ. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ უკვე კარგა ხანია საქართველოს მოშორებულები ვართ და რაც ოდნავ მაინც წააგავს ქართული ყველის გემოს, საუცხოოდ გვეჩვენება.

მოკლედ, რა უნდა გააკეთოთ:

რა დაგჭირდებათ
• რძე – 1 გალონი (=4 ლიტრი)

შენიშვნა: ჯობია ყველაზე მაღალცხიმიანი რძე გამოიყენოთ (whole milk). ზოგიერთ მაღაზიაში იყიდება ასევე ”raw milk”, მაგრამ მე არ მიცდია. ზოგჯერ 2%იანი პასტერიზებული რძითაც გამიკეთებია და ისიც კარგი გამოდის.
• Buttermilk - 1/4 ჭიქა (ან ½ ჭიქა მაწონი ან უბრალო იოგურტი)
• Rennet (კვეთი): 1/4 ტაბლეტი rennet (მაგალითად Junket-ის ფირმის) ან 10 წვეთი თხევადი Rennet (cheesemaking.com)
შენიშვნა: მე მხოლოდ თხევადი ცხოველური კვეთით ვაკეთებ, მაგრამ არის ასევე მცენარეული.
• მარილი: მსხვილად დაფქული მარილი. ამერიკაში იყიდება როგორც ზღვის მარილი.

მოწყობილობები
• საკვების თერმომეტრი (ხორცის თერმომეტრი გამოდგება)
• დიდი ხის კოვზი
• უჟანგავი (!) (Stainless steel) ქვაბი თავსახურით
შენიშვნა: წინასწარ გაასტერილეთ შიგნით ცოტა წყლის ადუღებით (15 წუთი) და შემდეგ გადააქციეთ.
• საწური
• მარლა (Cheese cloth)
შენიშვნა: გაასტერილეთ ზედ მდუღარე წყლის გადავლებით.

მომზადების წესი
• გაათბეთ რძე 20 გრადუსამდე ცელსიუსით (68oF) გასტერილებულ ქვაბში და დადგით გვერდზე.

• შეურიეთ buttermilk. დაახურეთ სტერილიზებული თავსახური და დადგით ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით (ან 8-10 საათით).

• გაათბეთ რძე 30 გრადუსამდე (მუდმივად ურიეთ კოვზით რომ არ მიგეწვათ ძირი)

• გაალღვეთ ¼ ტაბლეტი კვეთი (rennet) ან 10 წვეთი თხევადი კვეთი ¼ ჭიქა (120 მლ) ცივ წყალში.

• ჩაასხით გახსნილი მასა გამთბარ რძეში და მოურიეთ.

• დაახურეთ თავსახური და გადადგით გვვერდზე (არ გაანძრიოთ) დაახლოებით 40 წუთი - 2 საათი. (ზუსტად ვერ დავადგინე რამდენი ხანი ჭირდება და რაზეა დამოკიდებული დროის ცვალებადობა, მაგრამ ხან ისეა ხან ასე, ასე რომ 40 წუთში თუ არ იქნება მზად, არ ინერვიულოთ).
• შეამოწმეთ რძე - "clean break".

შენიშვნა: შემოწმება ხდება ასე: საჩვენებელი თითი ჩაყავით რძეში და ამოიღეთ ისე, რომ დააკვირდეთ ზედა ფენა თუ წამოგყვებათ ჟელესავით. ხსნარი უნდა იყოს გამაგრებული და როდესაც თითს მოაშორებთ, უნდა გაუჩნდეს ”ბზარი”. თუ მზად არ არის, დააცადეთ კიდევ ისე, რომ არ მოურიოთ და არ გაანძრიოთ ქვაბი.

• როდესაც გამზადდება, გრძელი დანით ჩაჭერით დაახლოებით 1 სანტიმეტრიან კუბიკებად. ჯერ სიგრძეზე დაჭერით მთელი მასა, შემდეგ მოატრიალეთ 90 გრადუსით და დაჭერით მეორე მხარეს სიგრძეზე. შემდეგ კიდევ გაიმეორეთ, ოღონდ უკვე დახრილად, რომ კუბიკებივით გამოვიდეს.

• დადგით ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ სუფთა ხელით ისე, რომ ქვაბის ბოლომდე ჩახვიდეთ, ამოურიოთ და მოურიოთ. დიდი კუბიკები ან მასა კიდევ დაჭერით. არ მოსრისოთ და დაჭყლიტოთ.

• გააგრძელეთ მორევა 15 წუთი სანამ მასა 35 გრადუსამდე არ გათბება (95oF).

• გადმოდგით ცეცხლიდან.

• მასა გადმოიღეთ მარლაზე და დადეთ საწურზე. გაწურეთ ისე, რომ თითქმის მთელი სითხე გამოუვიდეს და მიეცით სასურველი ფორმა (ამას ცოტა პრაქტიკა დაჭირდება).

• დატოვეთ ყველი საწურზე რამდენიმე საათით (ან მთელი ღამით) რომ მთელი სითხე გამოვიდეს.

• ყველს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში. მარილი იმდენ ხანს დატოვეთ, სანამ სასურველ გემოს არ მიიღებს. შემდეგ გადარეცხეთ ცივი წყვლით.


თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ, გაგვიზიარეთ სურათები. ძალიან გაგვიხარდება! იხალისეთ და ისიამოვნეთ!

-სოფო

Tuesday, July 20, 2010

იდეები ლანჩისთვის - შემწვარი ქათამი თბილისში - დაიკეტა

ასე და ამგვარად, თუ მოგენატრათ ან თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ნამდვილი ამერიკული სტილის შემწვარი ქათამი - სიამოვნება გელოდებათ Sunny Chicken-ში. თავიდან ვაჟა ფშაველას მეტროსთან გაიხსნა და ახლა გადავიდა ლესელიძეზე (ახლა უკვე კოტე აფხაზის ქუჩაზე).
ასევე აქვთ მიტანით მომსახურება - უფასოთ და ყავთ ძალიან მეგობრული მომსახურე პერსონალი.
უგემრიელესი და ნოყიერი ცხარე შემწვარი ქათამი აქვთ მართლაც. შაბათ-კვირას ბავშვებთან ერთად ვიყავი და გავარკვიე, რომ ადგილობრივი პროდუქტებით მარაგდებიან. კერძოდ, მუხრანის ქათმით. ასე რომ, თუ ჩემსავით ემხრობით ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას და ა.შ. ,კარგი საშუალებაა. ასევე აქვთ გემრიელი ცეზარი და კარტოფილი.
აი ფასები, მისამართი და ტელეფონი:
Sunny Chicken
999 530; 893 507 520
კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) 5/7. (თავისუფლების მოედნიდან თუ ჩადიხართ, მარჯვენა მხარეს არის იქვე.)

Sunny chicken - ორი ნაჭერი გემრიელი ქათამი- 4.90 ლარი (ცხარეც და არაცხარეც)
Sunny wings (ქათმის ფრთები) - 4.00 ლარი
ასევე ბურგერები, სალათები, ნაგეთსები, კარტოფილი, სუპი და დესერტი.
ცეზარი - 3.80 ლარი
კარტოფილი - ფრი1,50 - 2.00 ლარი. მექსიკური (ჯობია) - 2.50

ისიამოვნეთ!

Ideas for lunch - Fried Chicken - Tbilisi - CLOSED

So, if you have missed some fried chicken or you haven't yet had the good old American style fried chicken, you're in for a treat at Sunny Chicken. Originally opened nearby Vazha Pshavela Metro station, now they have moved to a more central location - Leselidze (now Kote Abkhazi) street.
They also have delivery - which is free, and some of the friendliest staff in town.
Their spicy chicken is delicious and filling. Visiting them last weekend with kids I also found out that all their products (chicken particularly) are local and fresh. They cook Mukhrani chicken, which is really good if you are into the whole - support local economy (I'm with you). Also, great Ceaser Salad and potatoes.
So, prices, address, phone - here you go:
Sunny Chicken
999 530; 893 507 520
Kote Abkhazi (Leselidze) 5/7. (It's in the first block if you're going from Freedom square - on your right.)

Sunny chicken - two pieces of delicious fried chicken - 4.90 GEL (spicy or not)
Sunny wings (real chicken wings) - 4.00 GEL
also burgers, salads, nuggets, potatoes, soups and desserts.
Ceaser salad - 3.80 GEL
Potatoes - fries 1,50 - 2.00 GEL. Mexican (better) - 2.50

ENJOY!

Summer ideas - იდეები ზაფხულისთვის

აი, ზაფხულიც ”გახურდა” და შესაბამისად, ბლოგმაც ფერი იცვალა. ცოტა ხნით.
ამასთან დაკავშირებით, შემოგთავაზებთ ჩიზქეიქის რეცეპტს, ახალ მიმოხილვას ლანჩის იდეებისთვის და სხვა სახალისო სიახლეებს.
”არ გადართოთ.” :)

So, summer is in full swing now and the blog changed color. For a little while. Coming up soon recipes for cheesecake, new lunch idea restaurant review and some other fun ideas.
"Stay Tuned". :)

Friday, July 9, 2010

Salsa სალსა

With tomatoes in season, this is a good time to make salsa and enjoy it with a number of meals you might be cooking at home. Here is the salsa recipe, which I hope you enjoy.

What you'll need:

8 cups tomatoes, chopped finely
1½ cups onions, coarsely chopped
½ cup green pepper, coarsely chopped
½ cup red pepper, coarsely chopped
6 -7 cloves garlic, finely chopped
¼ cup coriander, finely chopped
2/3 cup red wine vinegar
1 tablespoon salt
1 teaspoon white (or black) pepper

Combine all the ingredients in a large pot and bring to a boil over medium-high heat. Reduce the heat to medium once it comes to a boil.

Simmer, stirring often, for 10 minutes. Remove from heat and let cool.


ახლა პომიდვრის სეზონია და ზუსტად ის დროა, გემრიელი სალსა მოამზადოთ და მიირთვათ სხვა თქვენს მიერ სახლში დამზადებულ კერძებთან ერთად. იმედია ისიამოვნებთ.

რა დაგჭირდებათ:
8 ჭიქა წვრილ ოთხკუთხედებად დაჭრილი პომიდორი
1½ ჭიქა დიდ ოთხკუთხედებად დაჭრილი ხახვი
½ ჭიქა მწვანე წიწაკა, დაჭრილი
½ დაჭრილი წითელი წიწაკა
6 -7 კბილი ნიორი - წვრილად დაჭრილი
¼ ჭიქა ქინძი, წვრილად დაჭრილი
2/3 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
1 სუფრის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი თეთრი ან შავი პილპილი

აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში დიდ ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე. როდესაც დუღილს დაიწყებს, დაუწიეთ და 10 წუთი ადუღეთ ისე, რომ ხშირად ურიოთ. გამორთეთ და გააგრილეთ.