Search This Blog

Loading...

Thursday, April 29, 2010

From Georgia with love

So, I received a special request from NY, for Mtsvadi. I asked friends who are living in the US for advise, but friends in Georgia (or other ones in the US) are welcome to comment and provide other suggestions. Therefore, this recipe is in terms and tips for those, who are currently abroad. Hope you enjoy it! Let us know how it turns out!!!


What you’ll need:

Meat cutting knife and cutting board

Herbs cutting knife and cutting board

Bowl

6 skewers

Grill (makal) – small, barbecue grill will work. Just make sure your skewers are the right size for your grill.

Matches

Charcoal ("match light" charcoal works best)

Meat – 2 kg (best if you get pork or veal rib, loin or shoulder cuts)

1 bunch of coriander

½ kg onions

Salt and black pepper to taste

5 bay leaves

1 cup red wine

Preparation:

Cut meat into medium sized pieces, put into a bowl, cover with rings of onion, salt, pepper and bay leaves and pour half a cup of wine. Mix well. Cover and leave for about 4-6 hours in the refrigerator to marinade.

Light the fire – put the charcoal into the grill/pit and light. Wait until the flame is gone and red coals are left.

Put the meat on the skewers, spread the coals evenly and put the skewers on the grill. Grill for about 20-30 minutes. Turn frequently and pour the remaining wine from time to time so it won’t burn and meat will be tender and juicy.

When it’s ready, put in a clean bowl, and cover with rings of onion and finely chopped coriander if you like. Also very good with pomegranates. Serve hot with tomato or plum sauce and drink a toast to Georgia!

სიყვარულით, საქართველოდან

რამდენიმე დღის წინ თხოვნა მომივიდა ამერიკელი მეგობრისგან მწვადის თაობაზე. მეც, ამერიკაში მცხოვრებ მეგობრებს მივმართე დახმარებისათვის, თუმცა ყველას შეგიძლიათ, შემოგვთავაზოთ თქვენი რჩევები და შემოთავაზებები მწვადის შეწვასთან დაკავშირებით. ეს რეცეპტი მაინც უფრო იმათთვისაა, ვინც ამჯერად საზღვარგარეთ არის და მწვადი ენატრება. იმედია ისიამოვნებთ. შეგვატყობინეთ, როგორი გამოგივათ!!!

რა დაგჭირდებათ:
ხორცის დასაჭრელი დანა და დაფა
მწვანილის დასაჭრელი დანა და დაფა
ჯამი
6 შამფური
გრილი (მაყალი) - პატარა ბარბექიუს გრილიც გამოდგება. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ გრილის ზომის შამფურები გაქვთ.
ასანთი
ქვანახშირი (შეშა) (ყველაზე კარგად იწვის "match light" charcoal)
ხორცი - 2 კგ. (უმჯობესია ღორის ან ხბოს ნეკნები ან რბილი ხორცი)
1 კონა ქინძი
½ კგ ხახვი
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
5 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჭიქა წითელი ღვინო

მომზადების წესი:
1) დაჭერით ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩააწყვეთ ჯამში, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთლები, მოასხით ნახევარი ჭიქა ღვინო. კარგად აურიეთ. დაახურეთ თავი და შეინახეთ მაცივარში 4-6 საათით.
2) დაანთეთ ცეცხლი, დაელოდეთ რომ ჩაიწვას და წითელი ნაკვერჩხალი დარჩეს.
3) წამოაცვით ხორცი შამფურზე, გაანაწილეთ ნაკვერჩხალი თანაბრად და დადეთ შამფურები მაყალზე. შეწვით დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. ხშირად ატრიალეთ, რომ არ დაიწვას და პერიოდულად მოასხით ღვინო - ასე ხორცი რბილი და წვნიანი გამოვა.
4) როდესაც გამზადდება, ჩააწყვეთ სუფთა ჯამში, მოაყარეთ ხახვი და სურვილისამებრ, ქინძი. ბროწეულიც ძალიან მოუხდება. მიირთვით ცხელი - ტყემლით ან პომიდვრის საწებელთან ერთად და დალიეთ საქართველოს სადღეგრძელო!

Wednesday, April 28, 2010

When it's cold outside

If you're in Tbilisi today or anywhere else where Spring is still struggling to get there, this is something you might need to wind down after work and try to enjoy the everlasting rain outside, sitting on a couch, watching your favorite movie (or just something), reading a book or getting ready to take a nap before going out with friends. Sounds good, right? Here you go...

You'll need
  • 3/4 cup water
  • 3/4 cup sugar
  • 1 cinnamon stick
  • 1 orange
  • 10 whole cloves
  • 1 (750 ml) bottle red wine
  1. In a saucepan, combine the water, sugar, and cinnamon stick. Bring to a boil, reduce heat, and simmer.
  2. Cut the orange in half, and squeeze the juice into the simmering water. Push the cloves into the outside of the orange peel, and place peel in the simmering water. Continue simmering for 30 minutes, until thick and syrupy.
  3. Pour in the wine, and heat until steaming but not simmering. Remove the clove-studded orange halves. Serve hot in mugs or glasses that have been preheated in warm water (cold glasses will break.)

როცა გარეთ ცივა...

თუ დღეს თბილისში ხართ, ან სადმე სხვაგან, სადაც გაზაფხული ვერაფრით ვერ მოვიდა, შეიძლება ეს რეცეპტი გამოგადგეთ, სამსახურიდან სახლში რომ მიხვალთ. იქნებ ასე გარეთ გადაუღებელი წვიმაც გესიამოვნოთ, როდესაც ტახტზე წამოწვებით, საყვარელ (ან რამე) ფილმს ჩაუჯდებით, წიგნს წაიკითხავთ, ან სანამ მეგობრებთან ერთად წასვლამდე წაუძინებთ. კარგია, არა? აი ისიც...

რა დაგჭირდებათ
  • 3/4 ჭიქა წყალი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1 ჯოხი დარიჩინი
  • 1 ფორთოხალი
  • 10 ცალი მიხაკი
  • 1 ბოთლი წითელი ღვინო
  1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ და ადუღეთ.
  2. ფორთოხალი გაჭერით ორად და ჩაწურეთ წყალში. ფორთოხლის კანში გარედან ჩაარჭეთ მიხაკები და ჩააგდეთ მდუღარე წყალში. ადუღეთ 30 წუთი, სანამ არ გასქელდება და სიროპს არ დაემსგავსება.
  3. ჩაასხით ღვინო და დააცადეთ, რომ გაცხელდეს, მაგრამ არ ადუღდეს. ამოიღეთ მიხაკიანი ფორთოხლები და ჩაასხით გამთბარ ჭიქებში. თხელი ცივი ჭიქები შეიძლება გასკდეს.

Monday, April 26, 2010

Where to go for dinner? or lunch? #1 - CLOSED




I hope it won't count as bias, if I start the review "section" with my favorite restaurant. Why favorite? Because what do you look for when you're going for dinner or lunch - good food, pleasant environment and good service, right? Me too. So, that's what I was thinking this afternoon. I wanted something tasty, relatively fast - I also have only one hour for lunch - and a place where you feel welcome. When you're offered a new issue of a magazine while you wait and you think - I should have come here earlier - what better way to start a week... So, first I guess I have to tell you the address - Kiacheli 28. You might know, the turn to the Russian church at the end of Nikoladze. Right across from there... It's easy to find. Here is the map and the "flier" too ...
So, I went to Mexicana. I was waiting for my husband... It is a pretty good place for "dates" :) While I was waiting, I looked through the well familiar menu. Where to start... In short, there's everything you might call Mexican - delicious world packed on one page. I guess I can say I know something about Mexican flavor. One way or another, I am married to a Texan and Texas is just a step away from Mexico... and it's full of Mexican food. Under that influence we cook a lot of Burritos and such at home too. What I'm trying to say is, that if you want to try real Mexican flavor, this is the place to go. Sounded like an advertisement, but it's true. Prices are pretty affordable too. For example - you can have salads for 8-10 lari, main dishes for 10-12, you'll get fresh hot chips and a selection of salsa for 3-4 lari. But stay away from Habanero if you want to stay sane for the rest of the day. It is SPICY!!!
In short, if you compare it to so many new restaurants in Tbilisi, the price you pay will get you at least equal pleasure in taste. What else is special there? It's a whole story. Shortly, your food will be spiced up by Shalva - who saw, tasted and brought this spicy, delicious and fragrant cuisine first to Sighnaghi and then to Tbilisi to share with us. He will tell you the rest if you are interested.
Oh, don't forget to try the Mexican Chocolate. mmmm. You won't get anything like it in Tbilisi. For all of 5 lari.
Today Shalva had good news for me. If you order ahead of time, they can make extremely exclusive dishes. He named some things that you may not even find in many Mexican restaurants in Texas. Anyway, they definitely stand out with their authenticity, taste, environment and, not less importantly - Guacamole.
I highly recommend you try it. If you can't find who to go with, let me know. I'll come out for lunch with pleasure! :)

Oh and if you can't find it, or if you need to pre-order, here's Shalva's phone number - +995 99 19 23 56.

I hope you enjoy it!

სად წავიდეთ სადილად? ან ლანჩზე? #1 - დაიკეტა




იმედია, მიკერძოებაში არ ჩამეთვლება, თუ ჩემი უსაყვარლესი რესტორნის მიმოხილვით დავიწყებ ამ "რუბრიკას". რატომ უსაყვარლესი და, როდესაც სადმე სადილად ან ლანჩზე მიდიხარ, რას ეძებ - გემრიელ საჭმელს, სასიამოვნო გარემოს და კარგ სერვისს, არა? მეც. ჰოდა დღესაც ეგეთ ხასიათზე ვიყავი - რამე გემრიელი მინდოდა, სწრაფად - შესვენებაზე მეც მარტო ერთი საათი მაქვს და თან ისე, მისვლა რომ გაგეხარდება, შენი შესვლაც რომ გაუხარდებათ, ჟურნალის ახალ ნომერს რომ შემოგთავაზებენ და, რომ იფიქრებ, ნეტავ დილიდან გამოვსულიყავი, ამაზე კარგად რითი დაიწყებოდა ორშაბათიო. ჰოდა, ჯერ მისამართი გითხრათ ალბათ, ქიაჩელის 28. აი, ნიკოლაძის ბოლოში, რუსული ეკლესიის შესახვევი რომ არის, იმის პირდაპირ. ადვილი მისაგნებია. აი რუკაც და "აფიშაც" ...
მექსიკანაში წავედი. თან მეუღლეს ველოდებოდი... მშვენიერი ადგილია "პაემნებისთვის" :) სანამ მოვიდოდა, კიდევ ერთხელ გავეცანი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ მენიუს... საიდან დავიწყო... მოკლედ, რასაც ნამდვილი მექსიკური ქვია, ყველაფერია - ერთ გვერდზე მოქცეული უგემრიელესი სამყარო. თან ასე თუ ისე, მექსიკური კერძების რაღაც გამეგება... მაინც "ტეხასელების რძალი ვარ" - ტეხასიც ფაქტიურად - მექსიკიდან ორ ნაბიჯშია და ნამდვილი მექსიკური საჭმელიც იქ უხვად მოიპოვება. ამ გავლენის ქვეშ, სახლშიც ხშირად ვამზადებთ ბურიტოებს და სხვა მსგავს რამეებს. მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ მართლა ნამდვილი მექსიკური კერძის გასინჯვა ვისაც უნდა, პირდაპირ მექსიკანაში უნდა მივიდეს. რეკლამასავით გამომივიდა, მაგრამ მართლა ეგრეა. ფასებიც ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად - სალათებს 8-10 ლარად მიირთმევთ, ძირითად კერძებს 10-12 ლარად, ცხელ ჩიპსებსაც მოგართმევენ და 3-4 ლარად ნაირნაირი სალსას არჩევანი აქვთ. ოღონდ ერიდეთ ჰაბანეროს, თუ თავი არ მოგბეზრებიათ - უცხარესია!!! მოკლედ, თბილისში ამ ბოლო დროს მომრავლებულ ნაირნაირ რესტორნებს თუ შევადარებთ მინიმუმ გადახდილი საფასურის შესაბამის სიამოვნებას ნამდვილად უნდა ელოდოთ. კიდევ რა არის აქ განსაკუთრებული? მთელი ისტორიაა. მოკლედ, სამზარეულოდან შალვა მოგესალმებათ, რომელმაც თავისი თვალით ნახა, თვითონ დააგემოვნა და მერე ჯერ სიღნაღში და მერე თბილისშიც ჩამოიტანა ეს ცხარე, სურნელოვანი და უგემრიელესი სამზარეულო. დანარჩენს თვითონ მოგიყვებათ, თუ დაგაინტერესებთ.
უი, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მექსიკური ცხელი შოკოლადის გასინჯვა. მმმმმ. ასეთ რამეს სხვაგან თბილისში ვერსად დალევთ. სულ 5 ლარად.

დღეს შალვამ სიახლეც მომახარა, რომ წინასწარ თუ შეუკვეთავთ საოცრად ექსკლუზიური კერძების დამზადებაც შეუძლიათ. თან ისეთი რამეები დაგვისახელა, ალბათ ტეხასშიც რომ ვერ შეხვდები ყველა მექსიკურ რესტორანში. მოკლედ, ავთენტურობით, გემოთი, ატმოსფეროთი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გვაკამოლეთი ნამდვილად გამოირჩევიან. მოკლედ, გირჩევთ. თუ ვერ გადაწყვიტეთ ვისთან ერთად წახვიდეთ, შემომეხმიანეთ, მე ნებისმიერ ლანჩზე სიამოვნებით შემოგიერთდებით!

უი მართლა, თუ ვერ მიაგენით ან რამის წინასწარ შეკვეთა გადაწყვიტეთ, აი შალვას ნომერი - +995 99 19 23 56.

იმედია ისიამოვნებთ!

Saturday, April 24, 2010

იდეები სადილისთვის #1

შემწვარი ქათამი ნივრით

2 კოვზი ნივრის ფხვნილი ან დაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით
1 კოვზი შავი პილპილი
1 კოვზი მარილი
1 კოვზი წითელი წიწაკა (დაფქული)
1/2 ჭიქა საფანელი
1 ჭიქა ფქვილი
1/2 ჭიქა რძე
1 კვერცხი
4 ცალი ქათმის ფილე დაბეგვილი
1 ჭიქა ზეთი (ან მეტი, საჭიროებისამებრ)

1. ფართო ჭურჭელში აურიეთ ნიორი, პილპილი, მარილი, წიწაკა, საფანელი და ფქვილი. ცალკე, ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი და რძე.

2. დაბეგვეთ ქათმის ფილე (თუ სხვა ვერაფერი მოიძიეთ, ცომის საბრტყელებელი მშვენივრად ასრულებს ამ საქმეს). ამოავლეთ ხორცი კვერცხისა და რძის მასაში.
3. თაფაში გააცხელეთ ზეთი. ამოავლეთ ქათამი ფქვილისა და სუნელების მასაში, ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს.
4. შეწვით ქათამი ზეთში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს ან იქამდე, სანამ ქათამი კარგად არ გამზადდება.

მარტივი "გამომცხვარი" კარტოფილი

რა დაგჭირდებათ:
კარტოფილი (რეცეპტი ერთ კარტოფილზეა, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა მოამზადოთ.)
მოამზადეთ საშუალო ან დიდი ზომის კარტოფილი - გარედან კარგად გარეცხეთ და გახეხეთ - კანი არ გააცალოთ.
წებია პარკი (შესაფუთად რომ გამოიყენება, ისეთი).
მიკროტალღური ღუმელი
ჩანგალი
მარილი
შავი პილპილი
არაჟანი
გახეხილი ყველი (ჰოლანდიური ჯობია)
სხვა რაც გიყვართ, მოსაყრელად

1. გაწმენდილი კარტოფილი დაჩხვლიტეთ ჩანგლით ისე, რომ თითო გვერდზე ორი-სამი ნაჩხვლეტი ეტყობოდეს. ღრმად, ისე რომ ჩანგალი ბოლომდე ჩავიდეს.
2. შეახვიეთ პარკში და შეალაგეთ მიკროტალღურ ღუმელში ყველაზე მაღალ სიძლიერეზე 5 წუთით.
3. 5 წუთის შემდეგ, გადააბრუნეთ. !!!ფრთხილად, ძალიან ცხელი იქნება და ჩაის ტილოთი მოკიდეთ ხელი!!! ჩართეთ კიდევ 4-5 წუთით.
4. შეამოწმეთ მზადაა თუ არა - ტილოთი მოუჭირეთ ხელი. თუ ჯერ ისევ მაგარია, დაუმატეთ დრო.
5. ფრთხილად მოაცილეთ პარკი, გაჭერით კარტოფილი ორად და მოაყარეთ თქვენი საყვარელი რამე-რუმეები - ცოტა კარაქი, მარილი, პილპილი, არაჟანი, გახეხილი ყველი და სხვა, რაც გაგიხარდებათ.

ისიამოვნეთ!!!

Dinner plan #1

Garlic Chicken fried Chicken

2 tsp garlic powder or minced garlic to taste
1 tsp ground black pepper
1 tsp salt
1 tsp paprika
1/2 cup bread crumbs
1 cup flour
1/2 cup milk
1 egg
4 chicken breasts pounded thin
1 cup oil for frying (or as needed)

1. In a shallow dish, mix together the garlic, pepper, salt, paprika, bread crumbs and flour. In a separate dish whisk eggs and milk.

2. Pound the chicken (if you don't have other tools, use the rolling pin), dip the pieces in the egg and milk mixture.

3. Start heating the oil in the frying pan. Dredge the chicken in the flour and spice mixture until evenly coated.

4. Fry the chicken in the hot oil for about 5 minutes on each side on until the chicken is cooked through.


EASY baked potatoes

You'll need
Potatoes (the recipe will call for one, but you can make as many as you wish).
Prepare medium or large sized potatoes by scrubbing the outside and thoroughly washing them.
Saran wrap (http://en.wikipedia.org/wiki/Saran_%28plastic%29) or the equivalent
Microwave
Fork
Salt
Pepper
Sour cream
Shredded cheese
Other toppings to taste

1. Once you have cleaned the potato, poke it with the fork two-three times in each side, to make air pockets
2. Wrap in Saran Wrap and put it into the microwave on highest power for 5 minutes.
3. After 5 minutes on one side, flip on the other side and add 4-5 more minutes. BE SURE TO USE A TOWEL, IT WILL BE HOT!!!
4. Make sure it's cooked by squeezing it gently with a towel. If it is not soft yet, add more time.
5. Remove the wrap, cut it gently into two and load with your favorite toppings - bit of butter, salt, pepper, sour cream, shredded cheese or whatever you desire.

ENJOY!

Buns with raisins (BULKI)

This recipe comes from my grandma's cookbook and I hope you'll have fun making them and enjoy the taste of the good old fashioned "BULKEBI" :)
I am posting this out of the voting order at a friend's request. I'll post other recipes soon too. Enjoy!

You'll need
6 eggs
200 gr. margarine
100 gr. butter
1 kg. flour
1 Tbsp oil
1 package dry active yeast
1/2 tsp salt
1 1/2 sugar
3 cups of milk

1. Dissolve yeast in 1/2 cup milk, 1 Tbsp flour and 1 Tbsp sugar. Mix well, cover and put in a warm place for about 15-20 min.

2. Prepare a large pot, pour 1 kg. flour, butter, margarine, eggs, salt, 2 cups hot milk, mix well, mix the separate mixture of yeast which should have risen by now, and the remaining milk. Mix well, then bundle with tea-towel and put in a warm place. Leave for at least 2 hours. When it about doubles in size, mix raisins to taste, cut with butter knife in square or rectangle shapes and let sit for 10-15 min to raise and bake.

ქიშმიშიანი ფუნთუშა 1

ეს რეცეპტი ჩემი მეგობრის თხოვნით, რიგგარეშედ, პირველი იქნება. მალე სხვა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. იმედია ისიამოვნებთ.

6 კვერცხი
200 გრ. მარგარინი
100 გრ. კარაქი
1 კგ ფქვილი
1 სუფრის კოვზი ზეთი
1 ცალი საფუარი (10 გრ.)
1/2 კოვზი მარილი
1 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
3 ჩ.ჭ. რძე


* 1/2 ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი. 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ერთი კოვზი შაქარი. ავურიოთ კარგად, თავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას.

* მოვამზადოთ დიდი ქვაბი, ჩავყაროთ 1 კგ. ფქვილი, 6 კვერცხი, 200 გრ. მარგარინი,
100 გრ. კარაქი, მარილი, 2 ჩ.ჭ. ცხელი რძე დავასხათ, მოვურიოთ კარგად დავუმატოთ ამოყვანილი მასა და დარჩენილი რძე. ვზილოთ კარგად, შემდეგ შევფუთოთ და თბილად დავტოვოთ სულ ცოტა 2 საათ. როდესაც ამოვა (დაახლოებით ორჯერ გაიზრდება ზომაში), შევურიოთ ქიშმიში, დავჭრათ დანით ოთხკუთხედ ან მართკუთხედ ფორმებად, 10-15 წუთი გავაჩეროთ, რომ ამოვიდეს და გამოვაცხოთ ჰაერღუმელში.

Friday, April 23, 2010

ინგრედიენტების ჩანაცვლება

როგორ ჩავანაცვლოთ ინგრედიენტები როდესაც რაიმე არ გვაქვს ან ჩვენთან არ იშოვება.




Baking Powder

1 ჩ.კ. სოდა + 1 ჩ.კ. სახამებელი + 1 პაკეტი ლიმონმჟავა (არ ინახება)

1 სუფრის კოვზი სახამებელი

2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი

Buttermilk 1 ჭიქა

1 ჭიქა რძე + 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი (გამოყენებამდე გააჩერეთ 10-15 წუთი).

1 კვერცხი

2 სუფრის კოვზი მაიონეზი

1 უნცია საცხობი შოკოლადი - 2 სუფრის კოვზი Baking Chocolate 1 oz. (2 tbsp)

3 სუფრის კოვზი კაკაო (უშაქრო) + 1 სუფრის კოვზო კარაქი

თხევადი ვანილი 1 სუფრის კოვზი

1 ½ ჩ.კ. ვანილის ფხვნილი

1 ჭიქა შაქრის პუდრი

2 ჭიქა შაქარი (დაფქვით)

შაქარი 1 ¼ cup

1 ჭიქა თაფლი (და შეამცირეთ სითხის რაოდენობა რეცეპტში)

თაფლი 1 ჭიქა

1 ¼ ჭიქა შაქარი + ¼ ჭიქა წყალი

Corn Syrup 1 ჭიქა

1 ¼ ჭიქა შაქარი + ¼ ჭიქა წყალი

Molasses 1 ჭიქა

1 ჭიქაhoney

Brown Sugar 1 ჭიქა

1 ჭიქა შაქარი + 1 – 2 სუფრის კოვზი თაფლი

ლიმონის წვენი 1 ჩ.კ.

1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი

პომიდვრის წვენი 1 ჭიქა

½ ჭიქა ტომატი + ½ ჭიქა წყალი

Mozzarella cheese

სულგუნი

ცოცხალი მწვანილი 1 სუფრის კოვზი

ხმელი მწვანილი 1 სუფრის კოვზი

Allspice 1 ჩ.კ.

½ ჩ.კ. მიხაკი და ½ ჩ.კ. დარიჩინი

ორეგანო 1 ჩ.კ.

1 ჩ.კ. რეჰანი

Cayenne Pepper 1 ჩ.კ.

1 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა (დაფქული)

Fennel 1 ჩ.კ. ცერეცო

1 ჩ.კ. ტარხუნა

Celery ნიახური

ნიახურის ფოთლები

იტალიური საკმაზი

რეჰანის/ორეგანოს და ნიახურისა და ქინძის ნაზავი (უმჯობესია გამხმარი)

Chocolate chips

შავი შოკოლადის ფილის ნატეხები (რძიანი არ გამოდგება)

Cream of chicken/mushroom soup 1 can

ქათმის/სოკოს ბულიონის კუბიკებით გაკეთებული 2/3 ჭიქა და 2/3 ჭიქა არაჟანი

Shortening

მარგარინი ან კარაქი


Easy SUBSTITUTIONS for Georgia (ENGLISH)


(Courtesy, Peace Corps Volunteers – 2004-2005, edited)