Search This Blog

Loading...

Wednesday, October 20, 2010

ლაზანია

გარეთ აგრილდა და ის დროა, გემრიელი, ხორციანი, ცხელი სადილის მომზადებაზე ვიფიქროთ. აი იდეაც - ლაზანია - კერძი, რომელიც მეც და ჩემს მთელ ოჯახსაც ძალიან უყვარს.

რა დაგჭირდებათ:
300 გრ. ხორცის ფარში
800 გრ. პომიდვრის სოუსი
1 ჩ.ჭ. წყალი
500 გრ. რიკოტა (Ricotta) ან ხაჭო (ეკო ფუდის ჯობია - ანუ რაც უფრო მშრალი, მით უკეთესი)
1 კვერცხი
1/2 ჩ.კ. მარილი
1/4 ჩ.კ. შავი პილპილი
ლაზანიის ”მაკარონის ფურცლები” (ჭურჭლის მიხედვით 6დან 10 ცალამდე) წინასწარ ცხელ წყალში წამოადუღეთ და გააჩერეთ ცივ წყალში, სანამ გამოყენებისთვის მზად არ იქნებით.
2 ჭიქა გახეხილი მოცარელა ან ედამერი, ჩედარი ან სულგუნიც კი.

მომზადების წესი:
1. მოხრაკეთ ხორცი ტაფაში. დაამატეთ პომიდორი და წყალი. ადუღეთ 5 წუთი.
2. პატარა ჯამში აურიეთ რიკოტა (ხაჭო), კვერცხი, მარილი და პილპილი.
3. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ფენა ფენა მოათავსეთ ცოტა სოუსი, შემდეგ ”მაკარონის ფურცლები”, შემდეგ ხორცის და პომიდვრის სოუსი, შემდეგ ისევ ”ფურცლები”, ხაჭოს ნაზავი და გახეხილი ყველის ნახევარ, შემდეგ ისევ სოუსი, ისევ ”ფურცლები”, შემდეგ ხორცის და პომიდვრის სოუსი და მოაყარეთ დანარჩენი ყველი.
4. გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე (350 F) 45 წუთი ფოლგით დახურულ მდგომარეობაში და შემდეგ 15 წუთი თავდაუხურავად.
5. გააჩერეთ 15 წუთი და მიირთვით.
იმედია ისიამოვნებთ და შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ.

3 comments:

  1. salo gushin gavakete da zaan visiamovnet:))) ogont farshtan ertad mcvanili vuqeni da mouxda zaan:))

    ReplyDelete
  2. ra sainteresoa, dzalian kargi :)

    ReplyDelete