ამას წინათ ექსპერიმენტი ჩავატარე და წარმატებული გამოვიდა, ამიტომ, მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. რადგან ვაშლის სეზონია, ეს მარტივი რეცეპტი თვენს ოჯახს და მეგობრებსაც გაახარებს.
ესეიგი, აიღებთ გაყინულ, ან წინასწარ გამზადებულ ფენოვან ცომს და გააბრტყელებთ კალკაზე.
შიგთავსი:
2 ვაშლი (გათლილი და ოთხკუთხედებად დაჭრილი)
1 ჭიქა ქიშმიში
1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1/2 ჭიქა თეთრი შაქარი
2 კვერცხის ცილა (ოდნავ ათქვეფილი)
1 ჩ.კ. დარიჩინი
1 ჩ.კ. ლიმონის ან ფორთოხლის კანი ან წვენი (სურვილისამებრ)
1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი (სურვილისამებრ)
ამ ყველაფერს აურევთ და გაბრტყელებული ცომის ერთ მხარეს გაანაწილებთ. შემდეგ გადაახვევთ ისე, რომ გრძელი ფორმა ჰქონდეს. დადებთ კალკაზე და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედებთ. გამოაცხვეთ 20 წუთი, ან სანამ კარგად არ დაიბრაწება.
რომ გამზადდება, შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.
ისიამოვნეთ.
gavakete da dzaan magaria. ubralod comi kidev unda gameprtkelebina. ase iolad aseti magari ramis gaketeba daujerebelia!
ReplyDelete