Search This Blog

Loading...

Monday, July 26, 2010

ხაჭაპური საზღვარგარეთ

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი დიდი ხანია ელოდება ხაჭაპურის რეცეპტს და აი ისიც!


ცომი:

ფქვილი – 300 გრ;
მშრალი საფუარი – 1 ჩაის კოვზი;
ზეთი – 1 სადილის კოვზი;
შაქარი – 1 ჩაის კოვზი;
რძე – 100 მლ.
წყალი – 100 მლ.

შიგთავსი:

მოცარელა, გახეხილი – 150 გრ; ფეტა – 150 გრ; შეგიძლიათ ასევე შეურიოთ 150-150 გრამი მონტერეი ჯეკი და მოცარელა. რათქმაუნდა, ჩვენი რეცეპტით ამოყვანილი იმერული ყველი ყველაზე მეტად უხდება! (დაფშვნილი, ხელით მოზელილი) ასევე, ამბობენ, რომ გამოდგება თურქული ყველი, რომელსაც მსგავსი გემო აქვს.

კვერცხი – 2 ცალი
კარაქი
– 50 გრ.

შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.

მომზადების წესი


ცომი:

  1. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და გააკეთეთ ჩაღრმავება;
  2. ჩაასხით ზეთი ამ ჩაღრმავებაში და ჩაყარეთ შაქარი;
  3. დააყარეთ საფუარი ზეთს და შაქარს და დაასხით თბილი (უფრო ცხელი) წყალი;
  4. დატოვეთ ასე 5-10 წუთით ამოსასვლელად.
  1. შეათბეთ 100 მლ. რძე.
  2. დაასხით საფუარიან ფქვილს და მოზილეთ;
  3. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი, მაგრამ თითებზე არ უნდა გეკვროდეთ;
  4. საბოლოოდ მოაგუნდავეთ ცომი, გადაუსვით ცოტა ზეთი ხელის გულით, რომ ცომმა ქერქი არ გაიკეთოს, გადააფარეთ ცელოფანი ან ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ;
  5. 1 საათის შემდეგ ცომი გადაზილეთ, თუ კარგად ამოსულია, შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ ცხობა, თუ არა და კიდევ 30 წუთი დაელოდეთ;
  6. ცომი გამოიღეთ გასაბრტყელებელ დაფაზე (ან მაგიდაზე).

შიგთავსი:

1. მომცრო ჯამში ფეტა აზილეთ ხელით, დაამატეთ მოცარელა, 1 ცალი კვერცხი, 30 გრ კარაქი. თუ ჯეკს და მოცარელას იყენებთ, ორივე გახეხეთ და აურიეთ. თუ იმერულს, უბრალოდ აზილეთ ხელით და შეურიეთ კვერცხი და კარაქი.

2. გაახურეთ ღუმელი 220 ცელსიუსზე ან 425F.

3. ფქვილ-მოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი

4. შუაში დაადევით ყველის დიდი გუნდა, შემდეგ ცომის კიდეები ერთად შეკარით, ისე რომ ყველი შიგ გაეხვიოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველი თანაბრად იყოს გადანაწილებული, თორემ, კიდეები ცარიელი ცომი გამოვა. ზემოდანაც ცოტა ფქვილი შეგიძლიათ მოაყაროთ, რომ არ მიეკროს საბრტყელებელს.

5. კარგად თავშეკრული ცომი გააბრტყელეთ თანაბარი სისქის ზომაზე;

6. გაბრტყელებული ხაჭაპური გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე/ ცხიმწასმულ ტაფაზე და კიდევ გააბრტყელეთ, თუ საჭიროა;

7. თუ ღუმელში აცხობთ, შედგით საშუალო სიმაღლეზე დაახლოებით 8-10 წუთში, როცა ხაჭაპურს ძირი გამოუცხვება და ზედაპირი შეწითლებას დაიწყებს, ღუმელი დაანთეთ ზემოდან, რომ დაიბრაწოს. გამორთეთ 2 წუთში; თუ ტაფაზე აცხობთ, თავიდან დაახურეთ თავსახური და როდესაც გადააბრუნებთ, აღარ დაახუროთ. რომ გადააბრუნებთ, ზემოდან შუაში პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ დანით, რომ ჰაერი გამოუშვას და არ ამოიბურცოს. მზადაა, როდესაც ორივე მხრიდან ოქროსფრად დაიბრაწება. (თუ არ დაიბრაწა, მაგრამ ხვდებით, რომ მზადაა, გადმოიღეთ და გადაუსვით დანარჩენი კარაქი, რომ გემრიელად გამოიყურებოდეს. ეს ფქვილსაც მოაცლის.)

ისიამოვნეთ! და გაგვიზიარეთ სურათები facebook-ზე

No comments:

Post a Comment