Search This Blog

Loading...

Tuesday, July 20, 2010

იდეები ლანჩისთვის - შემწვარი ქათამი თბილისში - დაიკეტა

ასე და ამგვარად, თუ მოგენატრათ ან თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ნამდვილი ამერიკული სტილის შემწვარი ქათამი - სიამოვნება გელოდებათ Sunny Chicken-ში. თავიდან ვაჟა ფშაველას მეტროსთან გაიხსნა და ახლა გადავიდა ლესელიძეზე (ახლა უკვე კოტე აფხაზის ქუჩაზე).
ასევე აქვთ მიტანით მომსახურება - უფასოთ და ყავთ ძალიან მეგობრული მომსახურე პერსონალი.
უგემრიელესი და ნოყიერი ცხარე შემწვარი ქათამი აქვთ მართლაც. შაბათ-კვირას ბავშვებთან ერთად ვიყავი და გავარკვიე, რომ ადგილობრივი პროდუქტებით მარაგდებიან. კერძოდ, მუხრანის ქათმით. ასე რომ, თუ ჩემსავით ემხრობით ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას და ა.შ. ,კარგი საშუალებაა. ასევე აქვთ გემრიელი ცეზარი და კარტოფილი.
აი ფასები, მისამართი და ტელეფონი:
Sunny Chicken
999 530; 893 507 520
კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) 5/7. (თავისუფლების მოედნიდან თუ ჩადიხართ, მარჯვენა მხარეს არის იქვე.)

Sunny chicken - ორი ნაჭერი გემრიელი ქათამი- 4.90 ლარი (ცხარეც და არაცხარეც)
Sunny wings (ქათმის ფრთები) - 4.00 ლარი
ასევე ბურგერები, სალათები, ნაგეთსები, კარტოფილი, სუპი და დესერტი.
ცეზარი - 3.80 ლარი
კარტოფილი - ფრი1,50 - 2.00 ლარი. მექსიკური (ჯობია) - 2.50

ისიამოვნეთ!

No comments:

Post a Comment