Search This Blog

Loading...

Saturday, April 24, 2010

ქიშმიშიანი ფუნთუშა 1

ეს რეცეპტი ჩემი მეგობრის თხოვნით, რიგგარეშედ, პირველი იქნება. მალე სხვა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. იმედია ისიამოვნებთ.

6 კვერცხი
200 გრ. მარგარინი
100 გრ. კარაქი
1 კგ ფქვილი
1 სუფრის კოვზი ზეთი
1 ცალი საფუარი (10 გრ.)
1/2 კოვზი მარილი
1 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
3 ჩ.ჭ. რძე


* 1/2 ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი. 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ერთი კოვზი შაქარი. ავურიოთ კარგად, თავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას.

* მოვამზადოთ დიდი ქვაბი, ჩავყაროთ 1 კგ. ფქვილი, 6 კვერცხი, 200 გრ. მარგარინი,
100 გრ. კარაქი, მარილი, 2 ჩ.ჭ. ცხელი რძე დავასხათ, მოვურიოთ კარგად დავუმატოთ ამოყვანილი მასა და დარჩენილი რძე. ვზილოთ კარგად, შემდეგ შევფუთოთ და თბილად დავტოვოთ სულ ცოტა 2 საათ. როდესაც ამოვა (დაახლოებით ორჯერ გაიზრდება ზომაში), შევურიოთ ქიშმიში, დავჭრათ დანით ოთხკუთხედ ან მართკუთხედ ფორმებად, 10-15 წუთი გავაჩეროთ, რომ ამოვიდეს და გამოვაცხოთ ჰაერღუმელში.

2 comments:

  1. აუ რა მაგარია!!!... გაუმართლა შენს მეგობარს მეგობარში! ;) რამოდენიმე შეკითხვა მაქ:

    1) თავზე რამის წასმა უნდა? (რომ პრიალებს ხოლმე)
    2) ღუმელში დაახლოებით რა ტემპერატურაზე და რამდენი ხანი ვაცხოთ?

    ReplyDelete
  2. თუ გინდათ, რომ ზემოდან პრიალა იყოს, წყალში გახსნილი შაქარი ან კვერცხი უნდა წაუსვათ.
    ტემპერატურა უნდა იყოს საშუალოზე მაღალი. ანუ ისეთი, როგორზევ ზოგადად ნამცხვრებს ან პასკას აცხობთ. მაინც ღუმელს გააჩნია. რამდენი ხანი - სანამ კარგად არ ამოვა და არ დაიბრაწება :))

    ReplyDelete